5 მარტს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერის, პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა და მისი წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.